წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 139 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 139 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის N 17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის         11 მარტის N17 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 17 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს    8 (რვა) საკითხი:

ა) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ბ) შპს „შიდა ქართლის ტელეკომპანიის” მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.                 ს. შავგულიძე);

დ) შპს „იბერიატელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) ეუთოს მისიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ) გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

თ) შპს „ჯეოსელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 17  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

                   კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები