წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 14 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 14 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2005

მიღების თარიღი იანვარი 05, 2005

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2005 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი მ/წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტების საფუძველზე აპარატის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ იქნა კომისიის 2005 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის წარმოდგენილი პროექტი.

კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ კომისიის მ/წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმაში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს:

ა) 2004 წლის სამუშაო კვარტალური გეგმებიდან განუხილველად დარჩენილი საკვანძო საკითხები (სატელეკომუნიკაციო დარგში კონკურენტუნარიანი ბაზრის წინაპირობების შექმნისათვის აუცილებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წესების (ე.წ.LRIC) შესახებ  და სხვ.);

ბ) 2004 წლის მე-4 კვარტლის განმავლობაში სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების მომზადება;

გ) ქვეკომისიის სხდომების ჩატარების საკითხები და საქართველოს სხვადასხვა კანონების მიხედვით კომისიის მიერ შესარულებლად სავალდებულო საკონტროლო თარიღები;

დ) განსახილველად წარმოსადგენი დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების პრიორიტეტულობა (აქტუალობა);

   ე) კომისიის სხდომებზე წარსადგენი, ურთიერშეთანხმებული, სტრუქტურული ერთეულების მიერ ერთობლივად მოსამზადებელი საკითხების განხილვის ვადები;

ვ) კომისიის სხდომებზე განსახილველად წარსადგენი გადაწყვეტილების პროექტების სისრულესა და ხარისხზე პასუხისმგებელი პირები სტრუქტურულ ერთეულში;

თ) კომისიის სხდომებზე განსახილველი საკითხების საანგარიშო კვარტლის განმავლობაში თანაბრად გადანაწილება და ა.შ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტისა და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს კომისიის 2005 წლის პირველი კვარტლის წარმოდგენილი სამუშაო გეგმა (თან ერთვის) კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. უზრუნველყონ აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებმა:

ა) წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების პროექტების დამტკიცებულ ვადებში კომისიის სხდომებზე  წარდგენა;

ბ) მომავალში კვარტალური სამუშაო გეგმების მომზადებისას აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების უპირობო დაცვა.

3. წარედგინოთ კომისიის წევრებს აპარატის თათბირებზე ყოველკვირეული ინფორმაცია                  (ი.ხარებავა) სტრუქტურული ერთეულების მიერ კომისიის მ/წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას                (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები