წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 140 შპს „შავი ზღვის ტელეკომი“-სთვის კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 140 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

შპს „შავი ზღვის ტელეკომი„-სთვის კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის  შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  კომისიის 2004 წლის 10 დეკემბრის  N668 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში 2005 წლის 11 თებერვალს ჩატარდა კომერციული კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის     მისაღებად, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „შავი ზღვის ტელეკომი„.

კომისია აღნიშნავს, რომ „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის     მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ„  კომისიის 2005 წლის 11 თებერვლის N84  გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „შავი ზღვის ტელეკომის„ მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის  20% ანუ 6536.80  (ექვსი ათას ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 3268.4 (სამი ათას ორას სამოცდარვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გამოკლებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 3268.4 (სამი ათას ორას სამოცდარვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი  სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

 ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, 36-ე  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ„ ქვეპუნქტის, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო  გადასახდელის საწყისი  ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ”  კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და  კომისიის 2004 წლის 19 ოქტომბრის N534/10 გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N 1456 ლიცენზია შპს „შავი ზღვის ტელეკომს” კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე  (თან ერთვის);

2. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საერთაშორისო სატელეფონო  კავშირების დასამყარებლად კოდი 8-63 (რვა-სამოცდასამი);

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის  (22878.8 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის  (22878.8 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2542.1 ლარი -  2006 წლის 11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2007 წლის 11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2008 წლის 11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2009 წლის 11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2010 წლის  11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2011 წლის   11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2012 წლის  11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2013 წლის  11 აპრილი;

2542.1 ლარი -  2014 წლის  11 აპრილი;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს ,,შავი ზღვის ტელეკომს” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                      გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები