წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 141 “მაგთიკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 141 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

 „მაგთიკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „მაგთიკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 თებერვლის N 5/4-385 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 235-10, 20.12.04) რადიოსარელეო სადგურების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს  „მაგთიკომი”, N 135, 10.07.96. და  N 958, 14.05.99.  ლიცენზიების პირობების შესაბამისად, აწარმოებს ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას. შპს „მაგთიკომს„ კომისიის გადაწყვეტილებით (N101/13, 18.02.05) მიენიჭა სიხშირეები 2006 წლის 18 თებერვლამდე, რომლებიც  ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული მაღალსიხშირული მოწყობილობებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

       „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.   უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა”, საჭიროების შემთხვევაში, რადიოსარელეო სადგურების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული   საჭირო ნებართვების მიღება;

3.            კომისიის N 101/13, 18.02.05.გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული სიხშირეების მინიჭების ვადის ამოწურვის შემდეგ  კომისია განიხილავს წინამდებარე ნებართვის გაუქმების საკითხს;

4.   შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

5.   გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარის

        მოვალეობის შემსრულებელი                                                                        გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები