გადაწყვეტილება N 147 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005
მიღების თარიღი მარტი 11, 2005
სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (N01, 31.01.05.) საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის ფიქსირებული სიხშირეებისა და სიხშირული ზოლების მინიჭების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის ფიქსირებული სიხშირეები და სიხშირული ზოლები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
3. აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (მ. ქადეიშვილი);
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
