წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 148 შპს “იბერიატელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 148 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

შპს „იბერიატელისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „იბერიატელმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 13 მაისის N 2/4-2027 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 15; 02.03.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N HWCO050130001; 30.01.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ  რადიო საბაზო სადგურებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „იბერიატელს” შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N HWCO050130001; 30.01.05)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „იბერიატელმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარის

        მოვალეობის შემსრულებელი                                                                        გ. ფრუიძე

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები