გადაწყვეტილება N 15 შპს “მზის”-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2005
მიღების თარიღი იანვარი 05, 2005
შპს „მზის”-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში 2004 წლის 22 დეკემბერს შემოვიდა შპს „ტელეიმედი”-ს №6/1008-04 წერილი, რომლის შესაბამისად კომისიას ეცნობა, რომ შპს „მზის” ეთერით 2004 წლის 5 ნოემბერს, 23:45 სთ-ზე, განხორციელდა მხატვრული ფილმის „თუნუქის დოლი”-ს საჯარო გადაცემა, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის განსაკუთრებული უფლება 2005 წლის 1 იანვრამდე მინიჭებული აქვს მხოლოდ შპს „ტელეიმედს”, მასსა და „ოუ სიპი სტუდიოს”-ს შორის 2003 წლის 25 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ წერილს თან ერთვის 2003 წლის 25 ივნისის „ოუ სიპი სტუდიოს”-თან დადებული ხელშეკრულების ასლი; 2004 წლის 5 ნოემბრის გაზეთი „TV პროგრამა”, სადაც მოცემულია შპს „მზის” მიერ გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადე და რომელშიც გათვალისწინებულია მხატვრული ფილმის „თუნუქის დოლი”-ს საჯარო გადაცემა 2004 წლი 5 ნოემბერს 23:45 სთ-ზე. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის 2004 წლის 28 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათით დასტურდება ზემოაღნიშნული ფილმის საჯარო ჩვენება შპს „მზის” მიერ 2004 წლის 5 ნოემბერს 23:45 სთ-ზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს მზის„-ის მიერ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის № 7/4-2093 დადგენილებით), რომელიც ფლობს № 26 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერეო ტელერადიომაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხზე) დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: კომპანიამ 2004 წლის 5 ნოემბერს 23:45 სთ-ზე ეთერში გაუშვა მხატვრული ფილმი „თუნუქის დოლი” (რეჟისორი ფოლკერ შლენდორფი). აღნიშნული ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების მომიჯნავე უფლება შპს „ტელეიმედს” აქვს მასსა და შპს „ოუ სიპი სტუდიო”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (2003 წლის 25 ივნისი) საფუძველზე 2003 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შპს „მზეს” აღნიშნული ფილმის ჩვენების უფლება მოპოვებული აქვს მასსა და „ოუ სიპი სტუდიო”-ს შორის 2004 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე, რომელიც აგრეთვე წარმოდგენილია კომისიაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-6 თავის შესაბამისად, კომისიაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შპს მზის„ მიმართ.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის პირობების (კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა) დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს ლიცენზიის პირობების დამრღვევი პირის ადმინისტრაციულ დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2004 წლის 29 დეკემბერს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1441-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს მზის„ მიმართ (თან ერთვის), რომელიც ჩაბარდა შპს „მზის” იურიდიული სამსახურის უფროსს ბ-ნ გ. ჩხეიძეს.
შპს მზის„ წარმომადგენელმა ბ-მა გ. ჩხეიძემ უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მზის” მიერ შპს „ტელეიმედი”-ს მომიჯნავე უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია, (2004 წლის 5 ნოემბრის გაზეთი „TV პროგრამის სამაუწყებლო ბადე, შპს „მზის” მიერ კომისიის აპარატის მონიტორინგი სამსახურში წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადე) რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის და ლიცენზიის პირობების დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს მზე„-ს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. შპს მზემ„ უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩარიცხვა ვაკე-საბურთალოს რაიონის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშზე ა/ა 507121604, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი N 220101107, სახაზინო კოდი №3179 და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს კომისიაში 15 დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „მზისათვის”;
5. შპს მზე„ უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი„-ს 273-ე მუხლის შესაბამისად, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი დ.არაყიშვილის ქ. № 3) 10 დღის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
