გადაწყვეტილება N 152 შპს “ჯეოსელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005
მიღების თარიღი მარტი 11, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 13 სექტემბრის N4/4-741 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 0001/0T/HK/563, 09.03.05) თანდართული დოკუმენტაციების (N 132874 და N 132875) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (GSM სისტემის საბაზო სადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ჯეოსელს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 132874 და N132875) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
