გადაწყვეტილება N 153 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2005
მიღების თარიღი მარტი 18, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2005 წლის N 18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის 18 მარტის N18 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.ამოღებულ იქნეს კომისიის N 18 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 („საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” დადგენილების მიღების შესახებ) საკითხი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დასრულებამდე;
2. გადატანილ იქნეს კომისიის N 18 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 (შპს „საქართველოს საკომუნიკაციო კომპანიისთვის” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ) საკითხი მ/ წლის 25 მარტის კომისიის N 19 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
3. წარმოდგენილ კომისიის N 18 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 8 (რვა) საკითხი:
ა) სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) შპს „ლომისისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) ი/ს „ალექსანდრე სანიკიძისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს „დელტანეტისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) შპს „საქაერონავიგაციისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ვ) შპს „შავი ზღვის ტერმინალისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ზ) შპს „ალიგატორისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
თ) შპს „ჯეოსელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
4. დამტკიცდეს კომისიის N 18 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
