წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 157 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 157 / 14

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2005

მიღების თარიღი მარტი 18, 2005

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო  სადგურებსთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/4580, 14.12.04., № UMS-50/4636, 27.12.04 და № UMS-50/4651, 27.12.04.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის BEZENGI KBDB – 66.62 MHz, TEGENEKLI KBDB – 66.62  MHz, VERHNIAYA BALKARIA – 71.51 MHz, BULUNGU KBDB- 73.70 MHz, MEKHELTA DAG – 102.1 MHz, KROPOTKIN KRAS – 101.3 MHz, PAVLOVSKAYA KRAS – 103.9 MHz, UST LABINSK KRAS – 105.6 MHz, GORIACHII KLUCH KRAS – 106.3 MHz, KORANOVSK KRAS – 106.4 MHz, NOVOMIKHAILOVSKII KRAS – 107.3 MHz, NIJNII CHEGEM KBDB – 66.62 MHz  და KARA SU KBDB – 71.51 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-21 მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის BEZENGI KBDB – 66.62 MHz, TEGENEKLI KBDB – 66.62  MHz, VERHNIAYA BALKARIA – 71.51 MHz, BULUNGU KBDB- 73.70 MHz, MEKHELTA DAG – 102.1 MHz, KROPOTKIN KRAS – 101.3 MHz, PAVLOVSKAYA KRAS – 103.9 MHz, UST LABINSK KRAS – 105.6 MHz, GORIACHII KLUCH KRAS – 106.3 MHz, KORANOVSK KRAS – 106.4 MHz, NOVOMIKHAILOVSKII KRAS – 107.3 MHz, NIJNII CHEGEM KBDB – 66.62 MHz  და KARA SU KBDB – 71.51 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე (№ UMS-50/4580, 14.12.04., № UMS-50/4636, 27.12.04 და № UMS-50/4651, 27.12.04.) წერილების დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები