წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 158 სამხრეთ კავკასიის მილსადენი კომპანიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 158 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2005

მიღების თარიღი მარტი 18, 2005

სამხრეთ კავკასიის მილსადენი კომპანიისთვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/55-05, 16.02.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3847, 12.10.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ სატელიტურ მიმღებ-გადაცემ რადიოსადგურებს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სამხრეთ კავკასიის  მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3847, 12.10.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს სამხრეთ კავკასიის  მილსადენის კომპანიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები