წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 160 ი/ს “ალექსანდრე სანიკიძისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 160 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2005

მიღების თარიღი მარტი 18, 2005

ი/ს „ალექსანდრე სანიკიძისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში „კომისია")  აღნიშნავს,  რომ  

ი/ს „ალექსანდრე სანიკიძემ„ (რეგისტრირებულია  სამეწარმეო რეესტრში ქ. ბათუმის რაიონული საგადასახადო ინსპექციის მიერ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო  N 145512558) კომისიას მიმართა განცხადებებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4069, 09.03.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა („MARKSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ი/ს „ალექსანდრე სანიკიძეს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციებით (N 4069, 09.03.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს ი/ს „ალექსანდრე სანიკიძემ„  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები