წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 163 შპს „შავი ზღვის ტერმინალისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 163 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2005

მიღების თარიღი მარტი 18, 2005

შპს „შავი ზღვის ტერმინალისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „შავი ზღვის ტერმინალმა„ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს  სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის  N 5/4-976 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N 818, 14.03.05 და N 823, 16.03.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 551/05/EUR, 10.03.05. და N 4072, 10.03.05.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატელიტური ტელეფონი და „კენვუდის„ ტიპის სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს სატელეფონო და რადიო კავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „შავი ზღვის ტერმინალს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციებით (N 551/05/EUR, 10.03.05. და N 4072, 10.03.05.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „შავი ზღვის ტერმინალმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები