წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 166 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 166 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005

მიღების თარიღი მარტი 25, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის N 20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის  25 მარტის N20 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის  N20 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (რადიოსიხშირული  სპექტრის მონიტორინგის  სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე) მ/წლის 1 აპრილის კომისიის N21 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 20 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს    12  (თორმეტი) საკითხი:

ა) შპს „რადიო საქართველოსთვის” კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.    ე. ასანიძე);

ბ) შპს „რ-რადიოს„ N 562, შპს „ოდიშის„  N 379 ლიცენზიების მოქმედების განახლების თაობაზე (მომხს.                 კ. ყურაშვილი);

გ) შპს „ტელეიმედის„ გაფრთხილების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);

დ) შპს „ომეგა-2”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) შპს „ავტოკომპანიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) შპს „მაქე სერვისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს.   ს. შავგულიძე);

ზ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ლორია);

თ) შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ი) გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

კ) შპს „დელტანეტისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ლ) შპს „მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

მ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 20  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაცია (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები