გადაწყვეტილება N 168 შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005
მიღების თარიღი მარტი 25, 2005
შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახტელს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 45-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახტელს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოსამზადებელ სხდომაზე 2005 წლის 25 მარტს.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ: შპს ,,ლაგის წარმომადგენელი ვ.ფცქიალაძე და შპს,,ახტელის წარმომადგენელი ნ.ჟღენტი.
მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები, კერძოდ: შპს ,,ლაგის წარმომადგენელმა ვ.ფცქიალაძემ განაცხადა, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს იმავე საკითხზე, რომელზედაც კომისიის მიერ განხილულ იქნა დავა შპს „ლაგსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის. კერძოდ, რომ ანგარიშსწორება შპს „ლაგსა” და შპს „ახტელს” შორის 2004 წლის 1 ივლისიდან განხორციელებულ ზარებზე მოხდეს ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია „შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახალ ქსელებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ” კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N686 გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახტელს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორების თაობაზე დავის განხილვა 2005 წლის 1 აპრილს 1600 საათზე.
2. ეცნობოთ შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახტელს დავის განხილვის თარიღი და დრო.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
