გადაწყვეტილება N 169 ინდივიდუალური მეწარმე “გაიოზ მხეიძე”- სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005
მიღების თარიღი მარტი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მეწარმე „გაიოზ მხეიძე” (რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში ქ.ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2001 წლის 5 ოქტომბერს. რეგისტრაციის N0441 საიდენტიფიკაციო N145473010) კომისიას მიმართა განცხადებით (15.03.2005 N7/92-05.), მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მეწარმე „გაიოზ მხეიძე” -ს მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ” ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N1460 ლიცენზია ინდივიდუალურ მეწარმე „გაიოზ მხეიძე” -ს მონაცემთა გადაცემისა
და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება (ქ.ბათუმი);
2. ინდივიდუალური მეწარმე „გაიოზ მხეიძე” -მ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
3. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე ):
ა) სათანადო მონაცემების შეტანა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ)„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
