წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 17 “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცე

ნომერი: 17 / 11

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2005

მიღების თარიღი იანვარი 11, 2005

„კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე„  კომისიის დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად , კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე„

2.                   წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის დადგენილების პროექტი „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე„

3.                   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (ი.თოდრია).

კომისიის თავმჯდომარე                     

დიმიტრი ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები