წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 170 შპს “დელტანეტი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებასა და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიების გაცემის შესახ

ნომერი: 170 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005

მიღების თარიღი მარტი 25, 2005

შპს „დელტანეტი”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებასა და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიების გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 1 მარტს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „დელტანეტმა”  (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით რეგისტრაციის N5/4-4131) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებასა  და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურების ლიცენზიების გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშვნავს, რომ შპს „დელტანეტის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ”, „ბ.ე” ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „დელტანეტს”:

ა) N1461 ლიცენზია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება;

ბ) N1462 ლიცენზია ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;

2.შპს „დელტანეტმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიებით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

3.ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიებში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე ):

ა) სათანადო მონაცემების შეტანა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები