წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 173 შპს “ტექნო-მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 173 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005

მიღების თარიღი მარტი 25, 2005

შპს „ტექნო-მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „ტექნო-მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 351, 04.03.05.) მაღალსიხშირული მოწყობილობების (რადიოსარელეო სადგურები) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს  „ტექნო-მედია”, N 1349 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 16.05.2013.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობები საქართველოში შემოტანილია კომისიის მიერ გაცემული გადაწყვეტილების (N 608/7; 28.11.03.) საფუძველზე. რადიოსარელეო ხაზები განსაზღვრულია სატელევიზიო ანძიდან სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ ასს-91-მდე სიგნალის  მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ  დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო-მედიას” ერთი წლის ვადით მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის  შესაბამისად;

2.უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები