წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 175 უკრაინის ტერიტორიაზე არსებული საშუალოტალღოვანი სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 175 / 14

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005

მიღების თარიღი მარტი 25, 2005

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული საშუალოტალოვანი  სადგურისთვის მინიჭებული  სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-09/356, 17.01.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის საშუალოტალღოვანი  სადგურისთვის DNIPROPETROVSK 810 KHz მინიჭებული სიხშირის გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის გადამცემი საშუალოტალღოვანი  სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი საშუალოტალღოვანი  სადგურისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-21 მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა: 1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის საშუალოტალღოვანი სადგურისთვის DNIPROPETROVSK 810 KHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე (№ 11.3-09/356, 17.01.05. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (თ. ძაგნიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები