გადაწყვეტილება N 178 შპს “რადიო საქართველო“-სთვის კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005
მიღების თარიღი მარტი 25, 2005
შპს „რადიო საქართველო„-სთვის კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 3 დეკემბრის N660 გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიაში 2005 წლის 4 მარტს ჩატარდა კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „რადიო საქართველო„.
კომისია აღნიშნავს, რომ „საეთერო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ„ კომისიის 2005 წლის 4 მარტის N127/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „რადიო საქართველო„-ს მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20% - 10092,6 (ათი ათას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 5046,3 (ხუთი ათას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გამოკლებით (5046,3 - ხუთი ათას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 5046,3 (ხუთი ათას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 4 მარტის საკონკურსო სხდომის N127/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „რადიო საქართველოს„ კერძო მაუწყებლობის N1463 ლიცენზია (თან ერთვის);
2. ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
ქალაქი |
სამაუწყებლო ზონა |
რეგიონი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
რადიო-სიხშირე მგჰც |
სიმძ კვტ |
ანტენის გასხივების დიაგრამა |
სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ |
|
FM |
|||||||||
|
თბილისი |
1 |
თბილისი |
თბილისის ანძა |
44E47; 41N41 |
100 |
96.7 |
1 |
წრიული |
25 |
|
ბათუმი |
2 |
აჭარა |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
35 |
101.9 |
1 |
წრიული |
20 |
|
ყვარელი |
3 |
კახეთი |
სანავარდოს ანძა |
45E46; 41N58 |
50 |
105.7 |
0.5 |
წრიული |
15 |
|
გორი |
4 |
შიდა ქართლი |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
140 |
102.0 |
0.5 |
წრიული |
40 |
|
დმანისი |
5 |
ქვ. ქართლი |
დმანისის ანძა |
44E13; 41N22 |
150 |
103.0 |
0.5 |
წრიული |
50 |
|
ახალციხე |
6 |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
35 |
105.1 |
0.5 |
წრიული |
40 |
|
ქუთაისი |
7 |
იმერეთი |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N16 |
118 |
102.7 |
1.5 |
წრიული |
70 |
|
ზუგდიდი |
10 |
სამეგრელო |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
50 |
107.7 |
0.5 |
წრიული |
40 |
3. შპს „რადიო საქართველო„ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.
მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიით;
5. შპს „რადიო საქართველო„-ს მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 70%-სათვის უზრუნველყოფის ვადა განისაზღვროს - ლიცენზიის გაცემიდან 1 წელი;
6. შპს „რადიო საქართველო„ ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
7. შპს „რადიო საქართველო„-მ უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
8. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 35324,1 (ოცდათხუთმეტი ათას სამას ოცდაოთხი ლარი და 10 თეთრი) ლარი გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3,924.9 ლარი - 2006 წლის 25 აპრილი;
3,924.9 ლარი - 2007 წლის 25 აპრილი;
3,924.9 ლარი - 2008 წლის 25 აპრილი;;
3,924.9 ლარი - 2009 წლის 25 აპრილი;
3,924.9 ლარი - 2010 წლის 25 აპრილი;
3,924.9 ლარი - 2011 წლის 25 აპრილი;
3,924.9 ლარი - 2012 წლის 25 აპრილი;;
3,924.9 ლარი - 2013 წლის 25 აპრილი;
3,924.9 ლარი - 2014 წლის 25 აპრილი;
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს „რადიო საქართველოს„ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
11. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
