გადაწყვეტილება N 179 შპს “რ – რადიოს” ? 562 , შპს “ოდიშის” ?397 ლიცენზიების მოქმედების განახლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005
მიღების თარიღი მარტი 25, 2005
შპს „რ რადიოს” № 562 , შპს „ოდიშის” №397 ლიცენზიების მოქმედების განახლების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება„. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარდა შემოწმება.
დადგინდა, რომ: შპს რ-რადიოს„, რომელიც ფლობს N562 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა 101,4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში, მოქმედების ვადით 05/06/98-დან 20/05/12-მდე), 2003 წლის ივლისიდან არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური ჰქონდა გადახდილი, ასევე შპს ოდიშს„, რომელიც ფლობს N397 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა 39-ე არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში მოქმედების ვადით 06/10/98-დან 31/12/11-მდე) 2004 წლის აპრილიდან არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური ჰქონდა გადახდილი.
გარდა ამისა, შპს ოდიშის„ N397 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N517 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად შპს „ოდიშს” უნდა გადაეხადა 2 995.12 ლარი 2004 წლის 31 იანვრამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) და გ), 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ 2004 წლის 23 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება შპს „ოდიშის” N397 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე და 2004 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „რ-რადიოს” N562 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 18 იანვარს ამოქმედდა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი. კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის (მ. გოთოშია) და მთავარი ბუღალტერის (ი. აბულაძე) 2005 წლის 16 თებერვლის მონაცენებით ირკვევა, რომ შპს „რ-რადიოს” და შპს „ოდიშის” მიერ აღმოფხვრილია ის დარღვევები, რაც გახდა საფუძველი კომპანიის კუთვნილი ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა, კერძოდ შპს „რ-რადიომ” და შპს „ოდიშმა” აწარმოეს თანხების ჩარიცხვა და აგრეთვე წარმოადგინეს კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რ-რადიომ” 2005 წლის 25 თებერვალს და შპს „ოდიშმა” 2005 წლის 16 მარტს კომისიას მომართა წერილებით, რომლითაც მოითხოვეს მათი კუთვნილი ლიცენზიის მოქმედების განახლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განახლდეს შპს „რ-რადიოს” № 562 და შპს „ოდიშის” № 397 ლიცენზიების მოქმედება 2005 წლის 30 მარტიდან.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიის განახლების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება”;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „რ-რადიოსა” და შპს „ოდიშისათვის”;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
