წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 18 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 2 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 18 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2005

მიღების თარიღი იანვარი 11, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის N 2 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის  11 იანვრის N2 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ამოღებულ იქნეს კომისიის 2005 წლის N 2 სხდომის დღის წესრიგის პროექტიდან მე-2 საკითხი (სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად საჭირო კვალიფიკაციის დადგენის მიზნით საგამოცდო ჯგუფის შექმნის შესახებ) და მომზადდეს საჯარო განხილვისთვის საკითხი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”;

2. წარმოდგენილ კომისიის N 2 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N691 გადაწყვეტილებით გამოცხადებული ტენდერის გადადების შესახებ (მომხს. ი. ლორია);

ბ) შპს „მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის 695/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 2  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                         დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები