წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 180 შპს “ტელეიმედის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 180 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005

მიღების თარიღი მარტი 25, 2005

შპს „ტელეიმედის” გაფრთხილების თაობაზე

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება„. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.„

    კომისიის აპარატის სამრთლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ კომისიაში 2004 წლის 24 დეკემბერს და 2005 წლის 10 იანვარს შემოვიდა მოქალაქე გ. ყიფიანის წერილი, რომლითაც იტყობინება, რომ შპს „ტელეიმედი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბერის № 2/4-3014 დადგენილებით), რომელიც ფლობს № 479-498, № 500 ლიცენზიებს (ლიცენზიის სახეობა: საეთერეო ტელერადიომაუწყებლობა) და № 503  ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: ტელერადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურით მომსახურება) არღვევს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ტელეიმედის” მიერ განხორციელდა სერიალების  „აკოცე ვისაც გსურს”, „27 დრაკონი” და მხატვრული ფილმის „ქრისტეს ვნებანი” ტელედემოსტრირება „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

   ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა შპს „ტელეიმედისგან” გამოითხოვა აღნიშნული ფილმების ვიდეო ჩანაწერები, რათა მომხდარიყო მათი გადაგზავნა საიქსპერტოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში.

   სამართლებრივ საკითხთა სასახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის მიხედვით ტელესერიალი „მგლების ხორუმი” ჩაითვალა 18 წლამდე, ხოლო სერიალი „27 დრაკონი”, ჩაითვალა 15 წლამდე არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმად. რაც შეეხება ფილმს „ქრისტეს ვნებანი” ჩაითვალა 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმად.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის,  შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს შპს „ტელეიმედი”, რათა უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში „მავნე ზეგავლენისაგან არსრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესრულება და მაუწყებლობის ბადის აგებისას გაითვალისწინოს, რომ: ტელესერიალი ”მგლების ხორუმი” და მხატვრული ფილმი „ქრისტეს ვნებანი” არის თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმები, ხოლო ტელესერიალი „27 დრაკონი” თხუთმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმი.

2. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  შპს „ტელეიმედს” 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;  

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის  სამსახურს (გ. რატიშვილი);

 

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები