გადაწყვეტილება N 181 შპს „ომეგა-2“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005
მიღების თარიღი მარტი 25, 2005
შპს ომეგა-2„-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ომეგა-2„-მა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოს 1997 წლის 8 იანვრის N 01/04-593 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 116/10, 16.02.05.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ომეგა-2„-ის საქმიანობის საგანია ფართო მოხმარების საქონლისა და საგნების წარმოება, რეალიზაცია, ავტოგასამართი სადგურების მოწყობა და სხვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ომეგა-2„-ს 152.300 მგჰც, 165.125 მგჰც და 170.625 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისსა და მის შემოგარენში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ომეგა-2„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს ომეგა-2„-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ომეგა-2„-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
