წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 182 შპს „ავტოკომპანიასთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 182 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005

მიღების თარიღი მარტი 25, 2005

შპს „ავტოკომპანიასთვის„ სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ავტოკომპანიამ„ (რეგისტრირებული ხელვაჩაურის რაიონული  სასამართლოს 2004  წლის 14 მაისის N 04/5/ბ-302 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 23.02.05) ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ავტკომპანიის„ საქმიანობის საგანია ტაქსებით მომსახურება, მგზავრთა გადაყვანა, ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა და სხვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „ავტოკომპანიას„ 153.325 მგჰც და 150.825 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „ავტოკომპანიისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს შპს „ავტოკომპანიამ„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ავტოკომპანიისთვის„   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები