გადაწყვეტილება N 184 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2005
მიღების თარიღი მარტი 25, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო განრიგში
ცვლილებების შეტანის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის და კომისის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ი. ლორიას ინფორმაცია კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ;
2. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის კომისიის N 450/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის საშტატო განრიგში და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (დანართი 1);
3. კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით მოახდინოს ხელფასების გადაანგარიშება მ/წლის 25 მარტიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
