წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 189 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციე

ნომერი: 189 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2005

მიღების თარიღი მარტი 31, 2005

 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 10 ივლისის N6  დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 23 მარტის N3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

        „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 10 ივლისის N6  დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 23 მარტის N3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 10 ივლისის N6  დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 23 მარტის N3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები