წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 19 საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის ? 691/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 19 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2005

მიღების თარიღი იანვარი 11, 2005

საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის

№  691/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 17 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №  691/10 „საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ”, რომლის თანახმადაც გამოცხადდა ტენდერი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურებისათვის საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ამავე გადაწყვეტილებით, ტენდერის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2005 წლის 25 იანვარი (12:00 სთ), ხოლო პრეტენდენტთა მიერ სატენდერო განაცხადების, მოთხოვნილი საბუთების და მონაცემების წარმოდგენის თარიღად გამოცხადდა  2005 წლის   20 იანვრი (17:00 სთ).

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 17 დეკემბერის №  691/10  გადაწყვეტილებაში და საბანკო ანგარიშსწორების სისტემის შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად ტენდერის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 25 თებერვლის 13:00 საათი;

2. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების, მოთხოვნილი საბუთების და მონაცემების წარმოდგენის თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 19 თებერვლის 17:00 საათი;

3. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ტენდერის ჩასატარებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნას სატენდერო საბჭო, რომელშიც განისაზღვრება  სატენდერო საბჭოს შემადგენლობა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზება;

5. დაევალოს პრეს-მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) აღნიშნული გადაწყვეტილების საინფორმაციო უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის განმავლობაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი. ლორია).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები