წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 191 “ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 25 იანვრის ¹47 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 191 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2005

მიღების თარიღი მარტი 31, 2005

„ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად  კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 25 იანვრის N47 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2005 წლის 25 მარტს მიღებული იქნა დადგენილება N5 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ„.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2005 წლის 25 მარტის N 5 დადგენილების „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ„ შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. „ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად  კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 25 იანვრის N47 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის „დ„ ქვეპუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განსახორციელებელი საქმიანობის სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული უნდა იყოს:

დ.ა.) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა, რაც მოიცავს: სავარაუდოდ გამოსაყენებელი ტექნოლოგიების ზოგად აღწერილობას, განსახორციელებელი საქმიანობის (მომსახურების) გეორგაფიული ზონის დაფარვის მიზნით საბაზო სადგურების სავარაუდო რაოდენობას, საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვის  აღწერილობას (ფუნქციონალური სქემა);

დ.ბ.) განსახორციელებელი საქმიანობის (მომსახურების) გეორგაფიული საზღვრები.

ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ  სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზის და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტიზა უნდა გაიაროს კომისიასთან შექმნილ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. ლიცენზიის მაძიებელი კონკურსზე დაიშვება ქვეკომისიის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.„

ბ) ამოღებული იქნას გადაწყვეტილების მე-10 მუხლის „ა„ ქვეპუნქტი;

2. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკს) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

         კომისიის თავმჯდომარე:                                          დ.ქიტოშვილი

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები