წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 192 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის ? 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 192 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2005

მიღების თარიღი მარტი 31, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2004 წლის 30 ივლისის 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში„  ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 30 ივლისის  № 381/22  გადაწყვეტილებით  დადგენილი იქნა  სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. აღნიშნული პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება უნდა დაწყებულიყო მხარეთა შორის შეთანხმებული ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებიდან ორი კვირის ვადაში. ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დასრულებულიყო მეორე მხარის მიერ ამავე პროექტით გათვალისწინებული სიმძლავრის მიწოდებიდან სამი კვირის ვადაში.

სს „საქართველოს ელექტროკვშირში„ არსებული ტექნიკური პრობლემების გამო კომისიის მიერ 2004 წლის 24 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N510, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი ხელშეკრულების პირობებში და მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 1 დეკემბერი. ამავე დროს, 2004 წლის 26 ნოემბერს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N639, რომელშიც კომისიამ მიიჩნია, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ ჯერ კიდევ არ იყო ტექნიკურად მზად ადგილობრივ ქსელში ანგარიშსწორების დასაწყებად. ამასთან, კომისიაში მიმდინარეობდა მუშაობა ტარიფების რებალანსირების, კერძოდ: კავშირგაბმულობის ძირითადი ოპერატორების (როგორც ადგილობრივი კავშირის, ასევე მობილური კავშირის ოპერატორების) ხარჯზე ორიენტირებული ურთიერთჩართვის ტარიფების დადგენის მიზნით.

 კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის  ადგილობრივ ქსელში განხორციელებული ზარებზე ანგარიშსწორება შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარების შემდგომ, რისთვისაც N510 გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანა კომისიის 2004 წლის 30 ივლისს №381/22 გადაწყვეტილებით დადგენილი „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების„ 7.1. პუნქტში და მხარეთა შორის ლიკალურ ქსელში ანგარიშსწორების დაწყების თარიღად განსაზღვრა 2005 წლის 1 აპრილი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 23 მარტის კომისიის N3 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება-დამატებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ”, რომლითაც ჩამოყალიბდა ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ტარიფების დადგენის ძირითადი პრინციპი და პირობები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის  ადგილობრივ ქსელში განხორციელებულ ზარებზე ანგარიშსწორების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიების მიერ განხორციელედება ურთიერთჩართვის ტარიფის კომისიის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად გაანგარიშება და კომისიაში წარმოდგენა. გამომდინარე იქედან, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” ძალაში შედის 2005 წლის 1 მაისიდან კომისიას მიაჩნია, რომ ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ანგარიშსწორების დაწყების საკითხი უნდა გადაიდოს ამ დროისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისს № 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილი „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების„ 7.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.1. მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება დაიწყება 2005 წლის 1 მაისიდან„.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები