წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 193 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების

ნომერი: 193 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2005

მიღების თარიღი აპრილი 01, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 10 ივლისის N6  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 10 ივლისის N6  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები