წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 194 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის მე-2 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 194 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2005

მიღების თარიღი აპრილი 01, 2005

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2005 წლის მე-2 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია„) განიხილა რა აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2005 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმების საფუძველზე აპარატის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კომისიის  მ/წლის მე-2 კვარტლის სამუშაო გეგმის წარმოდგენილი პროექტი, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის, კომისიის დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს  კომისიის  2005 წლის მე-2 კვარტლის წარმოდგენილი სამუშაო გეგმა (თან ერთვის), კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსებმა:

ა) წინამდებარე კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების პროექტების კომისიის სხდომებზე დამტკიცებულ ვადებში განსახილველად წარმოდგენა;

ბ) კომისიის წლიური ანგარიშის მოსამზადებლად შესაბამისი ინფორმაციის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურისათვის მ/წლის 11 აპრილამდე წარდგენა;

გ) სამუშაო გეგმების მომზადებისას აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების უპირობო დაცვა.

3. სისტემატიურად წარედგინოს ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეს დამტკიცებული სამუშაო გეგმის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულების მიმდინარეობის თაობაზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები