წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 195 შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავის განხილვის დღის გადადების შესახებ

ნომერი: 195 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2005

მიღების თარიღი აპრილი 01, 2005

შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან  დაკავშირებული  დავის  განხილვის დღის გადადების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია (შემდგომში „კომისია”)   აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 25 მარტის N168/16 გადაწყვეტილებით შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან  დაკავშირებული  დავის  განხილვის დღედ განისაზღვრა 2005 წლის 1 აპრილი.

         კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 1 აპრილის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ახტელი”-ს წარმომადგენელი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვა გადაიდება შემდეგი სხდომისათვის.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 49-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გადაიდოს შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორების თაობაზე დავის განხილვა 2005 წლის  8 აპრილს 1600  საათზე;

2. ეცნობოთ შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახტელს’’ დავის განხილვის თარიღი და დრო;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ.ქიტოშვილი

      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები