გადაწყვეტილება N 196 რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2005
მიღების თარიღი აპრილი 01, 2005
რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გასაფორმებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის ე), ვ) და ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად კომისიის მიერ განსახორციელებელ ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და დანაწილება სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით, რადიოსიხშირეების მინიჭება, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2004 წლის 5 ნოემბერს კომისიამ საეთერო მონიტორინგის, სიხშირული რესურსის მიზნობრივი, ოპტიმალური გამოყენებისა და მართვის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) პუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება N600/10 რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ„.
რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2005 წლის 5 ნოემბრის N600/10 გადაწყვეტილების საფუძველზე ტენდერი გაიმართა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდა 2005 წლის 18 მარტის სატენდერო საბჭოს სხდომაზე (სატენდერო საბჭოს სხდომის ოქმი N4 ). სატენდერო საბჭოს გადაწყვეტილებით (მიღებულია ერთხმად) ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა კომპანია აეროსისტემს ინტერნეშენალი„, რომელმაც დააგროვა 43,5 ქულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2005 წლის 5 ნოემბრის N600/10 გადაწყვეტილების საფუძველზე გამართულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია აეროსისტემს ინტერნეშენალმა„.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი), რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N600/10 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანია აეროსისტემს ინტერნეშენელთან„ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება მომდინარე წლის 10 აპრილამდე.
3. უზრუნველყონ კომისიის აპარატის შემდეგმა მუშაკებმა: ს. შავგულიძე, გ. ბუთბაია, ი. ლორია, თ.ძაგნიძე, ი. აბულაძე ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პროექტის მოსამზადებლად წინადადებათა მომზადება და სამართლებრივ საკითხთა სამსახურისათვის გადაცემა მიმდინარე წლის 1 აპრილამდე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.
5. კონრტოლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ლორია)
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
