გადაწყვეტილება N 198 შპს „ევრიკასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2005
მიღების თარიღი აპრილი 01, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ევრიკამ„ (რეგისტრირებული ქ.თბილისის მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს 1995 წლის 25 დეკემბრის N 4/4-250 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 27, 11.02.05.) ქ. თბილისში რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ევრიკა„ ლიცენზიის (N 5, 07.05.2013) პირობების შესაბამისად ქ. თბილისში აწარმოებს ტელემაუწყებლობას 25-ე დეციმეტრულ არხზე 5 კვტ-ის სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით და რადიომაუწყებლობას 100,300 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
სიხშირეები განსაზღვრულია მობილური სატელევიზიო რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს შპს ევრიკას„ 4982.0 მგჰც სიხშირე, გატარების ზოლით 30 მგჰც და 12605.0 მგჰც სიხშირე, გატარების ზოლით ±14 მგჰც, ქ. თბილისში მობილური რადიოსარელეო კავშირისთვის (ქალაქი - სატელევიზიო ანძა სტუდია) შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 5 ლიცენზიის მოქმედების ვადით (07.05.2013);
2.აღირიცხოს შპს ევრიკასთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.უზრუნველყოს შპს ევრიკამ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ევრიკასთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
