წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 199 შპს სამაუწყებლო კომპანია “მზესთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 199 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2005

მიღების თარიღი აპრილი 01, 2005

შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია „მზემ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის N 7/4-2093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (15.02.05) ბათუმი-ფოთი-სენაკის მონაკვეთზე რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს  „მზე”, N 26 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 28.11.2012.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 45-ე სატელევიზიო არხზე, 1  კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირეები განსაზღვრულია რადიოსარელეო სისტემების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზეს” 4586.0 მგჰც სიხშირე ქ. ბათუმში, 4586.0 მგჰც  და 4894.0 მგჰც სიხშირეები ქ. ფოთში და  4898.0 მგჰც სიხშირე  ქ. სენაკში, გატარების ზოლით 14 მგჰც, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 26 ლიცენზიის მოქმედების ვადით (28.11.2012);

2.            აღირიცხოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია „მზემ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს სამაუწყებლო კომპანია „მზესთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

         კომისიის  თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი                                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები