გადაწყვეტილება N 20 შპს “მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის 695/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2005
მიღების თარიღი იანვარი 11, 2005
შპს „მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის
695/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 17 დეკემბრის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N 695/13 შპს „მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „მიკრომედია XXI”-ს მინიჭებული ლიცენზიის ფარგლებში ნება დაერთო გამოიყენოს 10715-11303 მგჰც სიხშირეები ქალაქებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ქუთაისი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ჭიათურა, საჩხერე, ონი, ამბროლაური, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, თიანეთი, წალკა, ცხინვალი, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი, ხოლო 12317-12903 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის განსახორციელებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ 10700-11700 მგჰც დიაპაზონში ქ. თბილისში სისტემა „მიტრისის” ფუნქციონირებისათვის სიხშირული ზოლის 10715-11303 მგჰც გამოყოფა, რომელიც ნეიტრალური დამცავი ზოლების გათვალისწინებით დარჩენილი სიხშირული რესურსის 61%-ს აღემატება, შეუძლებელს ხდის ამ დიაპაზონში კონკურენტული გარემოს შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სიხშირეების მინიჭება განხორციელდა საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელის მომსახურებისათვის, არა საკონკურსო წესით, ფაქტიურად აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულ წინააღმდეგობაშია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის საერთო მიდგომასთან ამოწურვადი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ კომისიას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ ამ კანონის 455 ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის წესით გაცემისას „კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსის სახეობის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება სამაუწყებლო ზონაში”.
კომისია, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს „როგორც რადიოსიხშირეების მინიჭება („ე” ქვეპუნქტი), ასევე „საკონკურენციო გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა” („ვ” ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნებზე დაყრდნობით კომისიას მიაჩნია, რომ ქ. თბილისში სიხშირული დიაპაზონის (10700-11700 მგჰც) ეფექტური გამოყენების მიზნით და სისტემის „მიტრისის” არხთწარმოქმნის წესის გათვალისწინებით, შესაძლებელია აღნიშნული სიხშირული დიაპაზონის ოპტიმალური დანაწილება. კერძოდ 17 არხის ტევადობის, თანაბარი სიგანის (476 მგჰც) ორი სიხშირული ზოლის გამოყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „მიკრომედია XXI”-სთვის ქ. თბილისში და საქართველოს ტერიტორიაზე სისტემა „მიტრისის” ფუნქციონირებისათვის მინიჭებული ზოლების 10715-11303 მგჰც და 12317-12903 მგჰც ოპტიმალური გადანაწილება.
კომისია აღნიშნავს, რომ საერთო სამოქმედო ზონაში აღნიშნული პრინციპით დაგეგმილი ზოლი შესაძლებელია დამატებით განაწილდეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული დიაპაზონის სიხშირული ზოლის გამოყენებით საქმიანობისას ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 20-ე და 21-ე მუხლების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის 695/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.მიენიჭოს შპს „მიკრომედია XXI”-ს: 12317-12905 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი; 11191-11667 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებშსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო; 10705-11293 მგჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი შიდასაწარმოო დანიშნულებით ერთი წლის ვადით”.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
