წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 200 შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 200 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2005

მიღების თარიღი აპრილი 01, 2005

შპს  „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის„ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს  „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 17/437, 14.02.05) სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის პირველ პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 12 სამუშაო დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            განუხილველად იქნას დატოვებული შპს  „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის„ განცხადება  სიხშირეების  მინიჭების შესახებ;

2.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს   (ს. შავგულიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები