წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 203 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 203 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005

მიღების თარიღი აპრილი 08, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის N 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რა 2005 წლის         8 აპრილის N 23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.გადატანილ იქნეს კომისიის N23 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-7 – მე-17 (სს „საქართველოს ელექტროკავშირის”, სს „ეგრისის” სს „გლობალ ერთის”, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები – GWC”-ის, შპს „მაკროკომის”, შპს „ულტრაკომუნიკაციების”, შპს „ინფოტელის”, შპს „კავკასიის ციფრული ქსელების”, „შპს „ვანექსის”, შპს „ჯეოტელისა” და შპს „კავკასუს ნეთვორქის” გაფრთხილების თაობაზე) საკითხები მ/წლის              15 აპრილის კომისიის N24 სხდომის დღის წერიგის პროექტში);

2. წარმოდგენილ კომისიის N 23 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  12 (თორმეტი) საკითხი:

ა) შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.  ე. ასანიძე);

ბ) შპს „სპექტრისთვის” კერძო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს.  ე. ასანიძე);

გ) საქართველოს სოცილური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) შპს „მობილფონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) შპს „ჯეოსელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ) ბათუმის საზღვაო აკადემიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

თ) გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ი) შპს „მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

კ) შპს „ინტელკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ლ) შპს ტელე-რადიოკომპანია „მწვანე ტალღისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე);

მ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე (მომხს.  კ. ყურაშვილი);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 23  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას                  (ნ. ჯანელიძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები