წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 207 ინდივიდუალური საწარმო “კონსტანტინე ასათიანი” - სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებასა და მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებზე ლიცენზიების გაცემის შესახებ

ნომერი: 207 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005

მიღების თარიღი აპრილი 08, 2005

ინდივიდუალური საწარმო „კონსტანტინე ასათიანი” - სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებასა და მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებზე ლიცენზიების გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ  ინდივიდუალურმა მეწარმე კონსტანტინე ასათიანმა (რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2004 წლის 29 დეკემბერს. რეგისტრაციის N04/408, საიდენტიფიკაციო N105048804 ) კომისიას მიმართა განცხადებით (25.03.2005 N7/110-05) ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებასა და მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებზე ლიცენზიების მისაღებად ქ.თბილისში.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მეწარმე კონსტანტინე ასათიანის მიერ ლიცენზიების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა” და „ბ.დ” ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიამ

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს ინდივიდუალურ საწარმო „კონსტანტინე ასათიანს”:

ა) N1467 ლიცენზია ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება (ქ.თბილისი);

ბ) N1468 ლიცენზია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება (ქ.თბილისი);

2. მიეცეს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსების 465XXX - 469XXX, 975XXX - 979XXX  გამოყენების ნებართვა ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად N1467 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

3. ინდივიდუალურმა საწარმომ „კონსტანტინე ასათიანი” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიებით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიებში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე ):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები