წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 208 შპს “აი თი ეს ტრანსკავკასიის” ?764 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ნომერი: 208 / 4

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005

მიღების თარიღი აპრილი 08, 2005

შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიის” №764   ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კ 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის ბ) და გ), 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ)  ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის  შესაბამისად, კომისიამ 2004 წლის 23 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიის”-ს N764  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე ერთი თვით.

      კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის (მ. გოთოშია) და კომისიის მთავარი ბუღალტერის (ი. აბულაძე) 2005 წლის 22 თებერვლის სამსახურებრივი ბარათების შესაბამისად:  შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიას„, რომელიც ფლობს N764 ლიცენზიას („ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილებების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება„, მოქმედების ვადით 01/02/99-დან 11/05/11-მდე), 2005 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით 2001 წლის მაისიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ამასთან მთლიანობაში ერიცხება 542.69 ლარი დავალიანება.  

        კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის 2005 წლის 14 თებერვლისა და მთავარი ბუღალტერის 2005 წლის 22 თებერვლის მონაცემებით აღნიშნულ კომპანიას კვლავ დარღვეული აქვს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე გასულია კომისიის მიერ 2004 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი ერთ თვიანი ვადა, რომელიც დადგენილი იყო კომპანიის მხრიდან ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად.

       კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის განმარტებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია გააუქმოს შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიის”-ს N764 ლიცენზია.

    „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ

         გადაწვიტა:

1. გაუქმდეს შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიის„ N764 ლიცენზია, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის  საფუძველზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                               დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები