გადაწყვეტილება N 209 შპს ,,ლაგსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005
მიღების თარიღი აპრილი 08, 2005
შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახტელს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახტელს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ლაგის წარმომადგენლები - ვ. ფცქიალაძე და ნ.პარკაძე, შპს ,,ახტელის„ წარმომადგენლები ნ.ჟღენტი და მ. კაპანაძე.
შპს ლაგის„ წარმომადგენელთა განცხადებით, შპს ლაგის„ მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ლაგსა” და შპს „ახტელს” შორის 2004 წლის 1 ივლისიდან განხორციელებულ ზარებზე ანგარიშსწორების განხორციელება იმავე პრინციპით, როგორც ეს განსაზღვრულია „შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახალ ქსელებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის შესახებ” კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N686 გადაწყვეტილებით.
შპს ახალი ქსელების„ წარმომადგენელის ნ.ჟღენტის კითხვაზე, თუ რატომ ითხოვს შპს ლაგი„ დავის განხილვას 2004 წლის 1 ივლისიდან განხორციელებულ ზარებზე, შპს ლაგის„ წარმომადგენელმა ვ.ფცქიალაძემ განმარტა, რომ შპს ლაგმა„ ამ თვიდან მიმართა პრეტენზიით შპს ახტელს„ და შპს ახალ ქსელებს„ და შეწყვიტა თანხის გადახდა საკითხის გარკვევამდე. შპს ლაგი„ არ დავობს 2004 წლის 1 ივლისამდე გადახდილ თანხებზე.
მხარეთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დავის საგანი არის იგივე, რაც შპს ლაგსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის კომისიის მიერ დავის განხილვის დროს და არ შეუძლიათ რაიმე დამატებითი გარემოების მითითება ან განმარტების გაკეთება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ განხილული იქნა დავა შპს ლაგსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2004 წლის 1 ივლისიდან შპს „ლაგის” საბილინგო სისტემაში დაფიქსირებულ საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყი ურთიერთჩართვის დადგენილი ტარიფის, ხოლო ადგილობრივი გამოძახების ზარებზე შპს „ახალი ქსელების” მიერ დადგენილი საცალო ტარიფის შესაბამისად. კომისიას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იდენტურია შპს ლაგსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის განხილული დავის და კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N686 გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების და მოსაზრებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს ,,ლაგსა და შპს ,,ახტელს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორების თაობაზე დავასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნას იგივე გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 50-ე მუხლის, კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების მე-11 თავის, კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N686 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უზრუნველყოს შპს ,,ლაგმა 2 კვირის ვადაში შპს „ახტელის” სასარგებლოდ 2004 წლის 1 ივლისიდან შპს „ლაგის” საბილინგო სისტემაში დაფიქსირებულ საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორება ურთიერთჩართვის დადგენილი ტარიფის, ხოლო ადგილობრივი გამოძახების ზარებზე შპს „ახტელის” მიერ დადგენილი საცალო ტარიფის შესაბამისად;
2. უზრუნველყოს შპს „ახტელმა” ყველა მომხარებელთან, მათ შორის საერთაშორისო კავშირის იმ ოპერატორებთან, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას საბარათო სისტემის ან/და ოპერატორის მეშვეობით ანგარიშსწორება ერთნაირი ტარიფით:
ა) საერთაშორისო ზარებზე ურთიერთჩართვის დადგენილი ტარიფის შესაბამისად;
ბ) ადგილობრივი გამოძახების ზარებზე შპს „ახტელის” მიერ დადგენილი საცალო ტარიფის შესაბამისად;
3. უზრუნველყოს შპს ახტელმა„ საერთაშორისო კავშირის ოპერატორებთან დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა 30 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრი რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
