წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 215 შპს “რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 215 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005

მიღების თარიღი აპრილი 08, 2005

შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის კერძო  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის  შესახებ

,,საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 10 დეკემბრის N669 გადაწყვეტილების შესაბამისად  კომისიაში 2005 წლის 11 მარტს ჩატარდა კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„.

კომისია აღნიშნავს, რომ „საეთერო სპეციალიზებულ (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ„  კომისიის 2005 წლის 11 მარტის N137/10  გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (11.583)  20% - 2316.6  (ორი ათას სამას თექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 1158.3 (ერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გამოკლებით (1158.3 – ერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% 1158.3 (ერთი ათას ას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

   „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე,  38-ე და 43-ე მუხლებისა  და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის საკონკურსო სხდომის N137/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ კერძო მაუწყებლობის N1469 ლიცენზია (თან ერთვის);

2.  ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;     

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

N

ქალაქი

სამაუწყებლო ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

რადიო-სიხშირე მგჰც

სიმძლავრე კვტ

ანტენის გასხივების დიაგრამა

სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ

FM

1

თბილისი

1

თბილისის ანძა

44E47; 41N41

100

97.1

1

წრიული

25

3.  შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და  მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

5. შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 70%-სათვის უზრუნველყოფის ვადა განისაზღვროს – 2005 წლის 1  ივნისიდან;

6. შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„  ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

7.  შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

8.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 8108.1 (რვა ათას ას რვა ლარი და ათი თეთრი)  ლარი გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

900,9 ლარი -  2006 წლის 8 მაისამდე;

900,9 ლარი -  2007 წლის 8 მაისამდე;

900,9 ლარი -  2008 წლის 8 მაისამდე;

900,9 ლარი -  2009 წლის 8 მაისამდე;

900,9 ლარი -  2010 წლის 8 მაისამდე;

900,9 ლარი -  2011 წლის  8 მაისამდე;

900,9 ლარი -  2012 წლის  8 მაისამდე;

900,9 ლარი -  2013 წლის  8 მაისამდე;

900,9 ლარი -  2014 წლის  8 მაისამდე;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

11. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები