წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 216 შპს,,სპექტრი’’-სთვის კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 216 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005

მიღების თარიღი აპრილი 08, 2005

შპს,,სპექტრი’’-სთვის

კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 5 ნოემბრის N590 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” კომისიის 2004 წლის 14 დეკემბერს N679 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში 2005 წლის 11 მარტს ჩატარდა კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სპექტრი”.

კომისია აღნიშნავს, რომ „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ„  კომისიის 2005 წლის 11 მარტის N138/10  გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „სპექტრი„-ს მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (64181, 25)  20% - 12836.25  (თორმეტი ათას რვაას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 6418.125 (ექვსი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარის გამოკლებით (6418.125  - ექვსი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის 10%  6418.125 (ექვსი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

 „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე,  38-ე და 43-ე მუხლებისა  და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის საკონკურსო სხდომის N138/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „სპექტრს„ კერძო მაუწყებლობის N1470 ლიცენზია (თან ერთვის);

2.  ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

    ლიცენზიის სახეობა: საერთო  ტელემაუწყებლობა;

    მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სატელევიზიო

 არხი

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად. კმ.

1

6

ნინოწმინდის

ანძა

43E35; 41N16

35

8

0.02

5

2

6

ახალქალაქის ანძა

43E25; 41N21

60

12

0.02

5

3

6

ახალციხის

ანძა

42E57; 41N38

50

28

0.5

30

4

6

ბორჯომის

ანძა

43E22; 41N49

25

32

0.25

20

5

6

წალკის

ანძა

44E14; 41N38

45

29

0.25

20

6

6

ასპინძა

43E17; 41N33

30

23

0.25

15

7

6

აბასთუმნის

 ანძა

42E52; 41N55

30

34

0.25

15

3. შპს,,სპექტრი’’ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი ნიშნის მინიჭებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა;

მ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და  მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

ნ) გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე  საარჩევნო კამპანიის დროს. თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

ო) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;

პ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ჟ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;

რ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

5.  შპს  ,,სპექტრი’’ მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 70%-სათვის უზრუნველყოფის ვადები განისაზღვროს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

სამაუწყებლო            ზონა

პრაქტიკული საქმიანობის

 დაწყების ვადა და    70% მოცვის ვალდებულება

6

ახალციხე

2005 წლის ივლისი

6

აბასთუმანი

2005 წლის ივლისი

6

ასპინძა

2005 წლის აგვისტო

6

ახალქალაქი

2005 წლის სექტემბერი

6

ნინოწმინდა

2005 წლის ოქტომბერი

6

ბორჯომი

2005 წლის ნოემბერი

6

წალკა

2006 წლის აპრილი

6. შპს ,,სპექტრი’’ ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

7.  შპს ,,სპექტრმა’’ უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

8.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 44.926,875 (ორმოცდაოთხი ათას ცხრაას ოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი)  ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გარაფიკის მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4.991,875 ლარი -  2006 წლის 8 მაისი;

4.991,875 ლარი -  2007 წლის 8 მაისი;

4.991,875 ლარი -  2008 წლის 8 მაისი;

4.991,875 ლარი -  2009 წლის 8 მაისი;

4.991,875 ლარი -  2010 წლის 8 მაისი;

4.991,875 ლარი -  2011 წლის 8 მაისი;

4.991,875 ლარი -  2012 წლის 8 მაისი;

4.991,875 ლარი -  2013 წლის 8 მაისი;

4.991,875 ლარი -  2014 წლის 8 მაისი;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს  ,,სპექტრს’’ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

11. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

                     კომისიის თავმჯდომარე                                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები