გადაწყვეტილება N 217 საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005
მიღების თარიღი აპრილი 08, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 01გდ/17-1779, 30.03.05) საქართველოს ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
