წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 219 შპს “ჯეოსელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 219 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005

მიღების თარიღი აპრილი 08, 2005

შპს „ჯეოსელისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 13 სექტემბრის N4/4-741 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 0001/0T/HK/595, 05.04.05) თანდართული დოკუმენტაციების (N 132920, N 132922 და N 23501314) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (GSM სისტემის საბაზო სადგურები რადიოსარელეო აპარატურა) გამოყენებული უნდა იყოს ფიჭური კავშირგაბმულობის  ქსელში.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ჯეოსელს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული დოკუმენტაციით  (N 132920, N 132922 და N 23501314) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები