გადაწყვეტილება N 22 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 3 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2005
მიღების თარიღი იანვარი 14, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2005 წლის N 3 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის 14 იანვრის N3 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ კომისიის N 3 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინტერნეტში ოფიციალური გვერდის დიზაინის შესაქმნელად ტენდერის გამოცხადების შესახებ (მომხს. გ. სულუხია);
ბ) შპს „სანეტისთვის” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. დ. ქუთათელაძე
გ) საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) კომპანია „სპი კაპაგ - პეტროფაკ ინტერნეშენელ ლიმითედისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის N 3 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
