წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 224 შპს „ინტელკომისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 224 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005

მიღების თარიღი აპრილი 08, 2005

შპს „ინტელკომისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ინტელკომმა„  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 მარტის  N 5/4-3506 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/130-05, 05.04.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N BT2453, 31.03.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემა) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ინტელკომს„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N BT2453, 31.03.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს შპს „ინტელკომმა„   აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები