გადაწყვეტილება N 225 შპს ტელე-რადიო კომპანია”მწვანე ტალღასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005
მიღების თარიღი აპრილი 08, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”მწვანე ტალღამ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 18 ივლისის N5ა/4-28 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (06.04.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N M07385, 30.03.05.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს სატელიტური სიგნალის მიმღებ აპარატურას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს ტელე-რადიო კომპანია ”მწვანე ტალღას” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N M07385, 30.03.05.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მარტვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
